ავტორი:

"გაგრელებო, მიიღეთ ჩემი გულწრფელი მილოცვა ქართველი ოკუპანტებისგან გაგრის გათავისუფლების 29 წლის იუბილესთან დაკავშირებით" - ასლან ბჟანია

"გაგრელებო, მიიღეთ ჩემი გულწრფელი მილოცვა ქართველი ოკუპანტებისგან გაგრის გათავისუფლების 29 წლის იუბილესთან დაკავშირებით" - ასლან ბჟანია

ოკუპირებულ აფხაზეთში გაგრის რაიონის „გათავისუფლების“ 29-ე წლისთავს ზეიმობენ.

ამ დღესთან დაკავშირებით, დე ფაქტო ლიდერმა ასლან ბჟანიამ მოსახლეობას მიმართა და აღნიშნა, რომ ეს თარიღი აფხაზეთის ისტორიაში სამუდამოდ დარჩება.

„ძვირფასო გაგრელებო, ძვირფასო აფხაზეთის რესპუბლიკის მკვიდრნო! მიიღეთ ჩემი გულწრფელი მილოცვა ქართველი ოკუპანტებისგან გაგრის გათავისუფლების 29 წლის იუბილესთან დაკავშირებით. ეს თარიღი სამუდამოდ დარჩება აფხაზეთის ისტორიაში", - აღნიშნულია ბჟანიას მილოცვის ტექსტში.