ავტორი:

გიგი დედალამაზიშვილისა და მარინა კარპიის ბინა, რომელიც უკრაინელმა დიზაინერმა დააპროექტა - ფოტოები

გიგი დედალამაზიშვილისა და მარინა კარპიის ბინა, რომელიც უკრაინელმა დიზაინერმა დააპროექტა - ფოტოები

მომღერალი გიგი დედალამაზიშვილი და მისი მეუღლე, ფოტოგრაფი მარინა კარპიი ლუბლიანას ქუჩაზე ცხოვრობენ. წყვილმა ბინა ექვსი წლის წინ შეიძინა. ინტერიერის დიზაინზე უკრაინელმა დიზაინერმა სერგეი მახნომ იმუშავა. გიგი და მარინა აქტიურად იყვენ ჩართული რემონტის პროცესში და ყველაფერი მათი გემოვნებითა და ძალისხმევით გაკეთდა. ინტერიერში ბევრ ისეთ დეტალს აღმოაჩენთ, რომელიც მხოლოდ მათ ეკუთვნით და სხვაგან ვერსად შეხვდებით. ეს კი წყვილის ინდივიდუალიზმსა და გემოვნებაზე მიუთითებს.

- სახლი, სადაც დავიბადე და გავიზარდე, დიღმის მასივში მდებარეობს. იქ გავატარე ჩემი ბავშვობა და ძვირფასი წლები. იმ სახლში პირველი მოსახლეები ბებიაჩემი და ბაბუაჩემი იყვნენ. არც შემდეგში მიფიქრია შორს წასვლა და ბინა, რომელშიც თქვენ ახლა იმყოფებით, ჩემი ბავშვობის სახლთან ძალიან ახლოს მდებარეობს. მინდოდა, ჩემი ახალი საცხოვრებელი ჩემი მშობლების სახლთანაც ახლოს ყოფილიყო და დიღმის ტყეპარკთანაც, სადაც მთელი ბავშვობა გავატარე, ვთამაშობდი და ვისვენებდი ხოლმე. მე, ჩემი და და ბიძაშვილები ბაბუას ხშირად დავყავდით ამ ტყეში, გვინერგავდა ბუნების სიყვარულს. ახლა ჩემი შვილები იზრდებიან აქ.

- გარდა ამ მიზეზებისა, სხვა რა პრიორიტეტებით შეარჩიეთ ბინა?

- ძალიან მყუდრო ეზოა, კორპუსები შედარებით შორი-შორს არის აშენებული. ასევე კორპუსთან ახლოს არის რამდენიმე სკვერი. სხვა ეზოებთან შედარებით, პრობლემა არაა მანქანის გაჩერება. თვითონ კორპუსი ხარისხიანადაა ნაგები, ამასთან, ვიზუალურადაც ლამაზია. ეტყობა, რომ პროექტზე ბევრია ნაფიქრი. სიმართლე გითხრათ, თავიდან ყველაფერს ვერ აღვიქვამდი, უფრო მარინას მოწონებული ადგილია.

- როგორც ვიცი, ამ ბინის დიზაინზე უკრაინელმა დიზაინერმა იმუშავა.

- პირველ რიგში შევადგინეთ პროექტი, რომელიც გაგვიკეთა ჩვენმა მეგობარმა, უკრაინელმა დიზაინერმა სერგეი მახნომ. ძალიან ცნობილი და კარგი დიზაინერია. ჩვენც გავაცანით ჩვენი სურვილები და საბოლოო ვარიანტზე შევთანხმდით. გვინდოდა აგურის კედელი, ჭერზე კი ბეტონი ყოფილიყო. ასევე, გვსურდა, ელექტროგაყვანილობა გამოჩენილიყო. სერგეის ბიურომ გამოგვიგზავნა პროექტი და უკვე რემონტის პროცესს მამაჩემი ხელმძღვანელობდა. ზოგადად მეც ძალიან მიყვარს მშენებლობა, რემონტი. ვამბობ ხოლმე, რომ ეს ჩემი ერთ-ერთი ჰობია... აგურის შესარჩევად რომ დავდიოდით, ძალიან ძველ აგურს ვეძებდით და ყველას უკვირდა.

- საკმაოდ დიდია აგურის კედელი. რთული მოსავლელი არ არის?

- მოსავლელად რთულია, მტვერს მარტივად იღებს და რთულად იწმინდება. თავიდან მცირე მონაკვეთზე მოვსინჯეთ და წავუსვით ლაქი, მაგრამ არ მოგვეწონა. ასე უფრო ბუნებრივი ელფერი ჰქონდა და დავტოვეთ.

- უცხო და ორიგინალური რადიატორები გაქვთ, რომელიც დეკორაციის შთაბეჭდილებას ტოვებს. საქართველოში შეიძინეთ?

- გვინდოდა, ცენტრალური გათბობის რადიატორები გამოსაჩენ ადგილას ყოფილიყო, შესაბამისად ლამაზი და დახვეწილი უნდა შეგვერჩია. საქართველოში ექვსი წლის წინ დიდი არჩევანი არ იყო, ამიტომ შევიძინეთ გერმანიაში. დაახლოებით სამი თვე ველოდებოდით მათ ჩამოტანას. ნახეთ სრულად