ავტორი:

რა შემთხვევაში აიცრება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 12-დან 15 წლამდე ასაკის მოზარდები - თამარ გაბუნიას განმარტება

რა შემთხვევაში აიცრება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 12-დან 15 წლამდე ასაკის მოზარდები - თამარ გაბუნიას განმარტება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია განმარტავს, თუ ვინ აიცრება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 12-დან 15 წლამდე ასაკის მოზარდებს შორის.

როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, ამ ეტაპზე, 12-15 წლის მოზარდების კატეგორიაში აცრის გადაწყვეტილება ინდივიდუალურ საფუძველზე მიიღება.

„რაც შეეხება ბავშვების ვაქცინაციას, 12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ბავშვების აცრის რეკომენდაციას გავცემთ მხოლოდ ქრონიკული დაავადების მქონე ბავშვებისთვის ამ ეტაპზე. მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ბევრმა ქვეყანამ მიიღო ფართო ვაქცინაციის გადაწყვეტილება ამ ასაკობრივ ჯგუფში, ჩვენ პირველ ეტაპზე შევჩერდით მხოლოდ ქრონიკული დაავადებების 12-დან 15 წლამდე ბავშვებზე. აქაც იკვეთება ჯგუფები, ვისაც სჭირდება ხშირი მოგზაურობა, ან სხვა ქვეყანაში ჩაიტარა უკვე ვაქცინაცია და მეორე დოზა აქვს ჩასატარებელი საქართველოში დაბრუნების შემდეგ. რა თქმა უნდა, მათი მოთხოვნებიც ინდივიდუალურ საფუძველზე იქნება გათვალისწინებული და დაკმაყოფილდება“, - განაცხადა გაბუნიამ.