კომპოზიტორი მაცაცო სებისკვერაძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მიმართავს და სთხოვს, რომ შიმშილობა შეწყვიტოს. კომპოზიტორის ვიდეომიმართვა "მთავარმა არხმა" გაავრცელა.
"მე არ ვარ პოლიტიკოსი და არასდროს ვერევი პოლიტიკაში, იმიტომ რომ ჩემი საქმე მაქვს, მაგრამ დღევანდელი სიტუაცია არაფერ კავშირში არ არის ჩემს საქმესთან.
ერთი რამე მინდა გითხრათ - მე მინდა ჩვენი ქვეყანა ყოველთვის იყოს ყველაზე კარგი ქვეყანა მთელ მსოფლიოში, მინდა, ყველაზე კარგი ხალხი მინდა ცხოვრობდეს… ძალიან გთხოვთ, ძალიან გთხოვთ, რომ ნუ გააკეთებთ იმას, რაც მთელი სიცოცხლე სანანებელი იქნება ყველასთვის.
ბატონო მიშა, ძალიან გთხოვთ, შეწყვიტეთ შიმშილობა! ვეღარ გაუძლებს ხალხი - ერთი პრეზიდენტი ხომ მოკლეს, მაგრამ თქვენ რომ რამე დაგემართოთ, ეს დიდი ტრაგედია იქნება და ამას ხალხი ვეღარ გაუძლებს.
გეხვეწებით, შეწყვიტეთ შიმშილობა. თქვენ ისეთი დიდი პიროვნება ბრძანდებით, რომ კიდევ შეძლებთ ჩვენი ცხოვრების გაუმჯობესებას, კიდევ დაგვაყენებთ სწორ მიმართულებაზე…
გეხვეწებით, ნუ იშიმშილებთ, რომ იყოთ ჯანმრთელად… გეხვეწებით… გაათავისუფლეთ ბატონი მიშა. ნუ იქნებით ასეთი მკაცრები.
ჩვენს ქვეყანას დააზარალებთ ამით. მთელ მსოფლიოში ვიქნებით ყველაზე უარესი ხალხი, თქვენ რომ რამე ცუდი ჩაიდინოთ… არაფერი არ შემიძლია მეტი…“
ცნობისთვის, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამართალდამცველებმა საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, პირველ ოქტომბერს დააკავეს. საქართველოს მესამე პრეზიდენტი რუსთავის ციხეში იმყოფება და ის უკვე მეშვიდე დღეა შიმშილობს.