ავტორი:

ნობელის პრემია ლიტერატურაში  ტანზანიელ მწერალს გადაეცა - რის შესახებაა წიგნი,  რომელმაც ავტორს აღიარება მოუტანა

ნობელის პრემია ლიტერატურაში  ტანზანიელ მწერალს გადაეცა - რის შესახებაა წიგნი,  რომელმაც ავტორს აღიარება მოუტანა

ნობელის პრემია ლიტერატურაში მწერალ აბდულრაზაკ გურნას გადაეცა წიგნისთვის "uncompromising and passionate", რომელშიც მწერალმა კოლონიალიზმის მძიმე შედეგები ასახა.

"ის ასახავს კოლონიალიზმის შედეგებს, კონტინენტებსა და კულტურებს შორის წარმოქმნილ უფსკრულში აღმოჩენილი ლტოლვილების ბედს" - ასე აღწერს წიგნს ნობელის პრემიის კომიტეტი.

გურნა 1948 წელს ტანზანიაში დაიბადა, მოგვიანებით საცხოვრებლად ინგლისში გადავიდა. მან 10 რომანი დაწერა და უმეტესი მათგანი იძულებით გადაადგილებულ პირთა გამოცდილებას ეხება და კოლონიალიზმს აღწერს.

მისმა რომანმა სახელად "Paradise", 1994 წელს Booker-ის პრემია მიიღო. რომანი მოგვითხრობს ბიჭზე, რომელიც მე-20 საუკუნის დასაწყისის ტანზანიაში იზრდება.

აღსანიშნავია, რომ ნობელის ისტორიაში სულ ხუთი აფრიკელი ავტორი გახდა პრემიის ლაურეატი.