ავტორი:

მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას მისი შვილები და გიული ალასანია ითხოვენ - ადვოკატი

მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას მისი შვილები და გიული ალასანია ითხოვენ - ადვოკატი

საქართველოს მესამე პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას შვილები და დედა - გიული ალასანია ითხოვენ.

აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს სააკაშვილის ადვოკატმა გიორგი გელხაურმა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან განუცხადა.

გელხაურის განმარტებით, შესაბამისი განცხადება უკვე დაწერილია, თუმცა, ის ჯერ დაკმაყოფილებული არ არის.

"რაც შეეხება პაემნებს, ამ დრომდე არ გვაქვს პასუხი, დართავენ თუ არა გიული ალასანიას სააკაშვილის მონახულების უფლებას. მაქსიმალურად ცდილობენ იზოლაცია მოახდინონ და მიხეილ სააკაშვილს ინფორმაციული ვაკუუმი შეუქმნან. ფაქტობრივად, ჩვენი მეშვეობით ის ყველანაირ ინფორმაციას იღებს და შესაბამისად, ამ ხერხით, თუნდაც, ტელევიზორის არმიცემით, ვერ მიაღწევენ ფსიქოლოგიურ წნეხს“, - განაცხადა გელხაურმა.