ავტორი:

"ვფიქრობ, რაღაც აფეთქდა... ჯერ ხმა იყო და მერე ჩამოინგრა" - რას ამბობენ თვითმხილველები ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შესახებ?

"ვფიქრობ, რაღაც აფეთქდა... ჯერ ხმა იყო და მერე ჩამოინგრა" - რას ამბობენ თვითმხილველები ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შესახებ?

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მცხოვრების ინფორმაციით, 5-სართულიანი კორპუსის ნაწილის ჩამონგრევამდე, აფეთქების ხმა იყო. ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ ნგრევა სწორედ აფეთქებამ გამოიწვია.

"მთელი სადარბაზო ჩამოინგრა. შიგნით, სავარაუდოდ, ადამიანები არიან. მე მოპირდაპირე კორპუსში ვცხოვრობ. ვფიქრობ, რაღაც აფეთქდა, რადგან ჯერ ხმა იყო და მერე ჩამოინგრა" - ამბობს თვითმხილველი "ბათუმელებთან" საუბრისას.

ცნობისთვის, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 5-სართულიანი კორპუსის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა. არიან დაშავებულები. ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა.

ადგილზე სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები მუშაობენ.

სამართალდამცავებმა ტერიტორია სპეციალური ლენტით შემოსაზღვრეს.