ავტორი:

"დედას ჰყავდა ხელში 20 დღის შვილი, ქმარი და წლის და სამი თვის ბავშვი მანქანაში იყვნენ. მეუღლე გადარჩა იმით, რომ მის მხარეს არ დაეცა სინკარები... " - თვითმხილველი

"დედას ჰყავდა ხელში 20 დღის შვილი, ქმარი და წლის და სამი თვის ბავშვი მანქანაში იყვნენ. მეუღლე გადარჩა იმით, რომ მის მხარეს არ დაეცა სინკარები... " - თვითმხილველი

ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე მდებარე კორპუსის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა.

"გვერდით სადარბაზოში ვცხოვრობ, შემომესმა უზარმაზარი აფეთქებასავით ხმა, გამოვვარდი და ვნახე რომ მთელი სადარბაზო იყო ჩამოშლილი. გვერდით იდგა მანქანა, მანქანის გარეთ დედას ჰყავდა ხელში 20 დღის მეძუძური შვილი, ქმარი და წლის და სამი თვის ბავშვი მანქანაში იყვნენ. მეუღლე გადარჩა იმით, რომ მის მხარეს არ დაეცა სინკარები. ბავშვს დაუზიანდა ფეხი, შოკურ მდგომარეობაში იყო, ძლივს გადმოიყვანა მანქანიდან სასწრაფომ. მიზეზი ზუსტად არავინ იცის. ამბობენ, კორპუსი დაზიანებული იყოო. იმდენს თხრიან აქაურობს, გამოუთხარეს ძირი, მთელი ბათუმი ასეა გადათხრილი. მეორე სართულზე იყო რემონტი, იქიდან შეუმჩნევით თავდაპირველად ქვების ცვენა“, - განაცხადა ერთ-ერთმა თვითმხილველმა ტელეკომპანია „მთავართან“.