ავტორი:

"შემიძლია სუნთქვა“ - ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად ნანგრევში მოყოლილი ადამიანები მაშველებს ეკონტაქტებიან

"შემიძლია სუნთქვა“ - ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად ნანგრევში მოყოლილი ადამიანები მაშველებს ეკონტაქტებიან

ბათუმში, ადგილზე მყოფმა მაშველებმა კორპუსის ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ხმა გაიგონეს. ამჟამინდელი მონაცემებით, ნანგრევებში 2 ადამიანია მოყოლილი.

"შემიძლია სუნთქვა“, - მიაწვდინა მაშველებს ხმა ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელიც ნანგრევებშია. თვითმხილველთა თქმით, მაშველები ცდილობენ გაამხნევონ ეს ადამიანები, პარალელურად კი მიმდინარეობს სამაშველო მოქმედებები.

"მალე მოვალთ შენამდე, მალე... წყალი ხომ არ უნდა, კითხეთ", - ისმის მაშველების ხმა გავრცელებულ ვიდეოში.

გრძელდება ნანგრევებში მოყოლილი სხვა ადამიანების სამძებრო სამუშაოებიც. ამის გარდა, შენობის ჩამონგრევის შედეგად დაზიანებულია რამდენიმე მსუბუქი ავტომობილი.

ცოტა ხნის წინ კომენტარი გააკეთა აჭარის პოლიციის წარმომადგენელმა ირაკლი ბასილაძემ. მისი განცხადებით, მიმდინარეობს დამატებითი ტექნიკის მობილიზება.