ავტორი:

დაუჯერებელი ძალა და სილამაზე - ყველაფერი, რაც ახალი iPhone 13-ის საქართველოში შემოსვლის შესახებ უნდა იცოდეთ

დაუჯერებელი ძალა და სილამაზე - ყველაფერი, რაც ახალი iPhone 13-ის საქართველოში შემოსვლის შესახებ უნდა იცოდეთ

დღეიდან, საქართველოში iPhone 13-ის წინასწარი გაყიდვები იწყება. Apple-ის მიერ 14 სექტემბერს გამართული მსოფლიო პრეზენტაციიდან ერთ თვეში, ახალი ხაზის ოფიციალური გაყიდვები საქართველოში 15 ოქტომბრიდან დაიწყება. წინასწარი შეკვეთების განხორციელება, მომხმარებლებს Apple-ის ავტორიზებულ მაღაზიებში შეუძლიათ.

Apple-ის ნამდვილმა მოყვარულებმა, ავტორიზებულ რესელერ კომპანიებში ოფიციალური გაყიდვების მნიშვნელობა უკვე კარგად იციან. თუ გსურთ, თქვენი მომავალი iPhone 13-სგან სრულყოფილი გამოცდილება მიიღოთ, გქონდეთ ხარისხის მხარდაჭერა და გარანტია, 1 კვირაში თქვენ ამის შესაძლებლობა გექნებათ.

ყველაზე ძლიერი მსოფლიოში

iPhone 13-ის ხაზი iPhone-ს ისტორიაში სრულიად ინოვაციურია ყველა თვალსაზრისით - რევოლუციური ორმაგი კამერა, სუპერ გამძლე ეკრანი, ულტრა სწრაფი A15 ჩიპი და წარმოუდგენლად მძლავრი ბატარეა. iPhone 13-ს შეუძლია გაუმკლავდეს ნებისმიერ ციფრულ გამოწვევას ხარისხის და შესრულების დონეზე.

მოდით, უფრო დეტალურად განვიხილოთ iPhone 13-ის თითოეული ახალი ფუნქცია და შესაძლებლობა:

გარღვევა ფოტოგადაღებაში

iPhone 13-სთვის შეიქმნა გაუმჯობესებული, ორმაგი კამერის სისტემა ლინზების ახალი, დიაგონალური განლაგებით. ახალი ფართო კუთხის კამერა იღებს 47 პროცენტით მეტ შუქს და ამცირებს ხმას, ამიტომ გამოსახულებები განსაკუთრებით კაშკაშა და ნათელია. აგრეთვე მას გააჩნია უნიკალური Sensor-shift OIS ტექნოლოგია, რომელიც მხოლოდ iPhone 12 Pro Max-ში იყო ხელმისაწვდომი და სხვა სმარტფონებში არ გვხვდება. Sensor-shift OIS-ი ახდენს სურათების სტაბილიზაციას, რაც მათ კიდევ უფრო სრულყოფილს ხდის.

ეს ყველაფერი არაა - სპეციალურად შექმნილი ულტრა ფართო კუთხის კამერა, ახალი სენსორის მეშვეობით ახერხებს ფოტოს და ვიდეოს უფრო დეტალურად გადაღებას ბნელ ადგილებში, ნაკლები ხმაურით. Smart HDR 4-ი უზრუნველყოფს გაძლიერებულ ფერებს, კონტრასტს და განათებას კადრში მყოფი ყველა ობიექტისთვის, ყველა სიტუაციაში, უფრო რეალისტური და ცოცხალი ფოტოებისთვის.

ვიდეო, რომელიც ფილმს ჰგავს

iPhone 13-ი წარმოგიდგენთ ახალ რეჟიმს „კინოეფექტი“ Dolby Vision HDR-ით, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც მთავარ, ასევე ფრონტალურ კამერაზე. კამერას ვიდეოების გადაღება ლამაზი ეფექტებით და ფოკუსის შეცვლის ავტომატური ფუნქციით შეუძლია. ასე რომ, ახლა უკვე ნებისმიერ ადამიანს აქვს შესაძლებლობა გადაიღოს ისეთი ხარისხის ვიდეო, რომელიც ფილმს ჰგავს. iPhone 13-ი ერთადერთი სმარტფონია, რომელსაც უკვე გადაღებული ვიდეოს სიღრმის რედაქტირება შეუძლია.

ლამაზი და გამძლე დიზაინი

iPhone 13-ის დიზაინი შეიცვალა შიდა და გარე ვიზუალით. 6.1 დიუმიანი ეკრანი აღჭურვილია iPhone-ისთვის შექმნილი ექსკლუზიური კერამიკული მასალით, რომელიც უფრო მყარია, ვიდრე ნებისმიერი სმარტფონის მინა. ალუმინის ჩარჩო iPhone 13-ს და iPhone 13 mini-ს უფრო მეტად ელეგანტურს ხდის. ახალი ფლაგმანი ფლობს სფეროში საუკეთესო IP68 3 წყალგაუმტარ ნიშანს.

მოწინავე OLED Super Retina XDR დისპლეი, უზრუნველყოფს კონტრასტულობის კოეფიციენტს და შავი შეფერილობის სიზუსტით აღბეჭდვას. Super Retina XDR OLED ეკრანი, დღისით 28 პროცენტით უფრო ნათელი და ამავდროულად უფრო ენერგოეფექტურია.

უსწრაფესი შესრულება

A15 Bionic პროცესორი, სხვა სმარტფონებზე 50 პროცენტით უფრო სწრაფია, რაც iPhone 13-ს უკეთეს შესრულებას და ენერგიის უკეთეს ეფექტურობას ანიჭებს. ახალი გრაფიკული პროცესორი 30 პროცენტით უფრო სწრაფია და იძლევა უფრო რეალისტურ ვიზუალს და განათების ეფექტებს გრაფიკული თამაშებისთვის.

ბატარეის მუშაობის გაზრდილი ხანგრძლივობა

A15 Bionic-ი ჩიპის წყალობით, iPhone 13-ის ბატარეის ხანგრძლივობა საგრძნობლად გაიზარდა. უფრო ძლიერი ბატარეა და ენერგიის ოპტიმიზაცია, უზრუნველყოფს მუშაობის წარმოუდგენელ ხანგრძლივობას - დღეში ორნახევარი საათით მეტი ვიდრე iPhone 12-ში.

iPhone 13 ხელმისაწვდომია ხუთ შესანიშნავ ფერში: ვარდისფერი, ლურჯი, “ბნელი ღამე“, „კაშკაშა ვარსკვლავი“ და წითელი. მეხსიერების მოცულობა - 64, 128 და 256 GB.

iPhone 13-ს და iPhone 13 mini– ს აქვს მეხსიერების მოცულობის 3 ვარიანტი - 128 GB, 256 GB 512 GB, ხოლო iPhone 13 Pro და iPhone 13 Pro Max იქნება პირველი iPhone მოწყობილობები 1 TB-ი მეხსიერებით.

გთავაზობთ iPhone 13-ის ოფიციალური რესელერების ბმულებს, საიდანაც წინასწარი შეკვეთების განხორციელება შეგიძლიათ:

iSpace, Alta, ElitElectronics, iTechnics, iStore, Silknet.

R