ავტორი:

ვახტანგ გომელაური კორპუსის ჩამონგრევის გამო, ბათუმში მიემგზავრება

ვახტანგ გომელაური კორპუსის ჩამონგრევის გამო, ბათუმში მიემგზავრება

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ბათუმში მიემგზავრება. გომელაური ქალაქში კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევის შედეგად შექმნილ სიტუაციას ადგილზე გაეცნობა.

შეგახსნებთ, რომ ბათუმში, კორპუსის ერთი სადარბაზო რამდენიმე საათის წინ ჩამოინგრა. ნანგრევებში მოყოლილი არიან მოქალაქეები.

ადგილზე სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები მუშაობენ.