ავტორი:

პრემიერ-მინისტრი ბათუმში მიემგზავრება - რა განცხადებას ავრცელებს ირაკლი ღარიბაშვილი?

პრემიერ-მინისტრი ბათუმში მიემგზავრება - რა განცხადებას ავრცელებს ირაკლი ღარიბაშვილი?

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, ბათუმში, კორპუსის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად ყველა დაშავებულსა და დაზარალებულს სახელმწიფო გაუწევს შესაბამის დახმარებას.

აღნიშნულთან დაკავშირებით პრემიერის განცხადებაშია ნათქვამი.

მისივე ინფორმაციით, ის ბათუმში გამგზავრებას დღესვე აპირებს.

"ბათუმში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები, ასევე ადგილობრივი ხელისუფლება და მერიის სამსახურები. აქტიურად მიმდინარეობს სამაშველო ღონისძიებები დაშავებულების ნანგრევებიდან უმოკლეს დროში ამოყვანის მიზნით.

ყველა დაშავებულს და დაზარალებულს სახელმწიფო გაუწევს შესაბამის დახმარებას. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო გამოძიება, რომელიც მომხდარის მიზეზებს აუცილებლად დაადგენს. ბათუმში უკვე გაემგზავრა შინაგან საქმეთა მინისტრი და პირადად მე დღესვე გავემგზავრები და ადგილზე გავეცნობი ვითარებას" - ნათქვამია განცხადებაში,