ავტორი:

დღის ფოტო ბათუმიდან: ნანგრევებიდან ამოყვანილი მცირეწლოვანი დედასთან ერთად

დღის ფოტო ბათუმიდან: ნანგრევებიდან ამოყვანილი მცირეწლოვანი დედასთან ერთად

დილიდან საზოგადოების ყურადღების ცენტრშია ბათუმი, სადაც 5-სართულიანი კორპუსის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა. მომხდარის შედეგად არიან დაშავებულები.

მათ შორის ორი ბავშვი, რომლებიც მაშველებმა უკვე გამოიყვანეს და ისინი კლინიკაში არიან გადაყვანილი. ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ემოციური ფოტო, სადაც ნანგრევებიდან ამოყვანილი მცირეწლოვანი დედასთან ერთად არის გადაღებული. ბავშვს კიდურების დაზიარება აქვს, თუმცა ის კონტაქტურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

კორპუსის ჩამონგრევის გამო, შემთხვევის ადგილზე, აჭარის მეზობელი რეგიონებიდან დამატებითი ცოცხალი ძალის მობილიზება მოხდა. სამაშველო სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ადგილზე უკვე გაემგზავრნენ პრემიერი და შს მინისტრი.