ავტორი:

"ბათუმში ჩამონგრეული კორპუსი ნამდვილად ჩემია... ვილოცოთ ყველას გადარჩენისთვის" - რას წერს ლაშა ღლონტი "ფეისბუქზე"

"ბათუმში ჩამონგრეული კორპუსი ნამდვილად ჩემია... ვილოცოთ ყველას გადარჩენისთვის" - რას წერს ლაშა ღლონტი "ფეისბუქზე"

მომღერალი ლაშა ღლონტი ბათუმში მომხდარი ნგრევის შესახებ წერს და ამბობს, რომ ფაქტი მის კორსპუსში მოხდა.

როგორც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტიდან ირკვევა, აღნიშნულ კორსპუსში მისი დედა ცხოვრობს, რომელსაც ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება.

"ბათუმში ჩამონგრეული კორპუსი ნამდვილად ჩემია, დიდი მადლობა ყველას თანაგრძნობისათვის!!! მაპატიეთ ვერ ვპასუხობ ყველა ზარს!!! დედა კარგადაა, ვილოცოთ ყველას გადარჩენისთვის" - წერს ღლონტი.

ცნობისთვის, ბათუმში 5-სართულიანი კორპუსის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა. მომხდარის შედეგად არიან დაშავებულები.

მათ შორის ორი ბავშვი, რომლებიც მაშველებმა უკვე გამოიყვანეს და ისინი კლინიკაში არიან გადაყვანილი. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

კორპუსის ჩამონგრევის გამო, შემთხვევის ადგილზე, აჭარის მეზობელი რეგიონებიდან დამატებითი ცოცხალი ძალის მობილიზება მოხდა. სამაშველო სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ადგილზე უკვე გაემგზავრნენ პრემიერი და შს მინისტრი. მომხდარის მიზეზი დაზუსტებული არ არის.