ავტორი:

ნობელის პრემია მშვიდობის დარგში რუს და ფილიპინელ ჟურნალისტებს მიანიჭეს

ნობელის პრემია მშვიდობის დარგში რუს და ფილიპინელ ჟურნალისტებს მიანიჭეს

ნობელის პრემია მშვიდობის დარგში რუსული გამოცემა "ნოვაია გაზეტას“ მთავარ რედაქტორს, დმიტრი მურატოვს და ფილიპინელ ჟურნალისტს, მარია რესას მიენიჭათ.

ნობელის კომიტეტის განცხადებით, მარია რესა და დიმიტრი მურატოვი დაჯილდოვდნენ "ფილიპინებსა და რუსეთში გამოხატვის თავისუფლებისათვის მამაცი ბრძოლისათვის".

"ამავდროულად, ისინი წარმოადგენენ ყველა ჟურნალისტს, რომლებიც იცავენ ამ იდეალს მსოფლიოში, რომელშიც დემოკრატია და სიტყვის თავისუფლება სულ უფრო არახელსაყრელი პირობების წინაშე დგას,“- განაცხადა ნორვეგიის ნობელის კომიტეტის თავმჯდომარე ბერიტ რეის-ანდერსენმა.

ნობელის პრემია მშვიდობის დარგში ჟურნალისტებს პირველად გადაეცათ 1935 წლის შემდეგ, როდესაც გერმანელ კარლ ფონ ოსიეცკის გადაეცა თავისი ქვეყნის ომის შემდგომი გადაიარაღების საიდუმლო პროგრამის გამოაშკარავებისთვის.