ავტორი:

"ორი ბავშვია შიგნით, კონტაქტზე ვერ გავდივართ. მათთან ერთად დედა და კიდევ, სავარაუდოდ, მისი მაზლია" - ნანგრევებში მოყოლილ რამდენიმე ადამიანს ოჯახის წევრები ეძებენ

"ორი ბავშვია შიგნით, კონტაქტზე ვერ გავდივართ. მათთან ერთად დედა და კიდევ, სავარაუდოდ, მისი მაზლია" - ნანგრევებში მოყოლილ რამდენიმე ადამიანს ოჯახის წევრები ეძებენ

ბათუმში ნანგრევებში მოყოლილ რამდენიმე ადამიანს ოჯახის წევრები ეძებენ. როგორც "ტვპირველთან" საუბარში ისინი ამბობენ, მათთან კომუნიკაციის დამყარებას ტელეფონით ცდილობენ, თუმცა უშედეგოდ. ერთ-ერთი ქალბატონის თქმით, ის 12 წლის შვილიშვილს და რძალს ვერ პოულობს.

"გავიგო, რომ ცოცხალია, მკვდარია და გამოვალ. ვურეკავ და არ პასუხობენ. სადაც ნგრევა, მესამე სართულზე იყვნენ. რაც გავიგე ეს ამბები, მას შემდეგ ტელეფონზე ვრეკავ და არ მპასუხობენ. სამსახურიდან მოვდივარ. ორი შვილიშვილი მყავს, ერთი სკოლაშია, ერთს ონლაინგაკვეთილი ჰქონდა და სახლში იყო, მასთან ერთად იყო ჩემი რძალიც, რომელიც ტელეფონზე არ მპასუხობს. ჩემი შვილიშვილი, რომელიც სახლში იყო, 12 წლის არის", - ჰყვება ერთი-ერთი ქალბატონი.

კიდევ ერთი გოგონა ამბობს, რომ ოჯახის 4 წევრს ეძებს, რომლებიც მეოთხე სართულზე ცხოვრობდნენ იმ სადარბაზოში, სადაც ნგრევა მოხდა.

"ორი ბავშვია შიგნით, კონტაქტზე ვერ გავდივართ. არაფერი არ ვიცით. მათთან ერთად დედა და კიდევ, სავარაუდოდ, მაზლია. ვერაფერს ვიგებთ, არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს" - ამბობს გოგონა.

ცნობისთვის, ბათუმი 5-სართულიანი კორპუსის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა. მომხდარის შედეგად არიან დაშავებულები.

მათ შორის ორი ბავშვი, რომლებიც მაშველებმა უკვე გამოიყვანეს და ისინი კლინიკაში არიან გადაყვანილი. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

კორპუსის ჩამონგრევის გამო, შემთხვევის ადგილზე, აჭარის მეზობელი რეგიონებიდან დამატებითი ცოცხალი ძალის მობილიზება მოხდა. სამაშველო სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ადგილზე უკვე გაემგზავრნენ პრემიერი და შს მინისტრი. მომხდარის მიზეზი დაზუსტებული არ არის.