დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის ნელი ხიზანიშვილის განცხადებით, კახეთში ბოლო 2 კვირაა ეპიდსიტუაცია დამძიმდა.
ხიზანიშვილის განცხადებით, კახეთში ინფიცირების შემთხვევებთან ერთად, პაციენტების ჰოსპიტალიზაციისა და ლეტალობის მაჩვენებლებმაც იმატა.
„კახეთში ბოლო 2 კვირაა ეპიდსიტუაცია დაიძაბა და მე-4 ტალღის დაღმავალი ეტაპიდან გადავედით ზრდის პერიოდში. ამას მრავალი მიზეზი განაპირობებდა, შემოდგომის პერიოდი, გაზრდილი მობილობა, ტურიზმი და ამ ყველაფერმა ერთად ალბათ განაპირობა, ის რომ ჩვენ მივიღეთ შემთხვევების ზრდა. გაზრდილია როგორც ინფიცირების, ასევე ჰოსპიტალიზაციის და სამწუხაროდ, ლეტალობის მაჩვენებელიც“, - განაცხადა ხიზანიშვილმა.
ამასთან, ხიზანიშვილის თქმით, სწავლების საკლასო ოთახებში აღდგენის შემდეგ, ბოლო სამი დღეა, ყოველდღიურად მოსწავლეებისა და სკოლის პერსონალის ინფიცირების ათეულობით შემთვევა ფიქსირდება.