"ნეტგაზეთი" ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელ ლელა სურმანიძეზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ 26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეული კორპუსის ნანგრევებში დაახლოებით 8 ადამიანს ეძებენ.
"ჩვენი სერვისცენტრის მენეჯერი და ამხანაგობის თავმჯდომარე ვის ოჯახებსაც დაეკონტაქტნენ, დაახლოებით 7-8 ადამიანი შეიძლება იყოს ნანგრევებში. ერთი მწოლიარე ქალია, რომელიც შესაძლოა, იყო სახლში. ბავშვების ნაწილი სკოლაშია, ნაწილი - ადამიანების სამსახურში. ასე რომ, 8 ადამიანია, სავარაუდოდ, ნანგრევებში,“- ამბობს ლელა სურმანიძე.
მისი თქმით, საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე არავინ ცხოვრობდა. მე-6-მე-7 სართულზე კი მხოლოდ ერთი ოჯახი ცხოვრობს, "აქედან გამომდინარე, 12 ოჯახია ჩამონგრეული.“