ავტორი:

"ბრძოლისუნარიანად არის განწყობილი, მაგრამ მისი ჯანმრთელობა სერიოზულად ზარალდება" - ლიზა იასკოს კომენტარი სააკაშვილის მონახულების შემდეგ

"ბრძოლისუნარიანად არის განწყობილი, მაგრამ მისი ჯანმრთელობა სერიოზულად ზარალდება" - ლიზა იასკოს კომენტარი სააკაშვილის მონახულების შემდეგ

ვფიქრობ, სიტუაცია სერიოზულად უარესდება, რადგან მეორე კვირაა შიმშილობს. მან 12 კილოგრამზე მეტი დაიკლო. ბრძოლისუნარიანად არის განწყობილი, მაგრამ, სამწუხაროდ, მისი ჯანმრთელობა, უკვე სერიოზულად ზარალდება, - ამის შესახებ რადას დეპუტატმა ლიზა იასკომ განაცხადა, რომელმაც მიხეილ სააკაშვილი დღეს რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებაში მეორედ მოინახულა.

"12 კილოგრამზე მეტი აქვს დაკლებული წონაში, ეს უკვე ძალიან შესამჩნევია. ამას მთელი მსოფლიო თვალყურს ადევნებს, გაკეთდა უამრავი განცხადება, ევროპარლამენტარების მხრიდან, სხვადასხვა პარლამენტის დეპუტატების მხრიდან იმის შესახებ, რომ ყველა ძალიან შეშფოთებულია იმით, რაც საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით მოხდა და რომ ის უკანონოდ დააპატიმრეს. საჭიროა მისი გათავისუფლებისთვის, ასევე საქართველოს მომავლისთვის ბრძოლა. ეს საკითხი ყველა ქართველს ეხება და ყველას, ვინც მხარს უჭერს მიხეილს. ასეთი ადამიანი ძალიან ბევრია,“- აღნიშნა ლიზა იასკომ.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი ძალიან სწუხს საქართველოზე, არჩევნებზე, ხალხზე, მომავალზე. „მას ძალიან უყვარს საქართველო და უკრაინა,“- განაცხადა იასკომ.