ავტორი:

"რომ იძახოდნენ მიშა ჩამოდი გვიშველეო, სად არიან ახლა?! ვფიქრობ, მძიმე არტილერია უნდა ჩაერთოს" - ნიკოლოზ სააკაშვილი

"რომ იძახოდნენ მიშა ჩამოდი გვიშველეო, სად არიან ახლა?! ვფიქრობ, მძიმე არტილერია უნდა ჩაერთოს" - ნიკოლოზ სააკაშვილი

პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მამა ნიკოლოზ სააკაშვილი თვლის, რომ მის შვილთან დაკავშირებით ატეხილი ხმაურით მსოფლიო უნდა ადუღდეს.

ის მიიჩნევს, რომ მხოლოდ ქუჩაში მცირერიცხოვანი გამოსვლები შედეგს ვერ მოიტანს და საჭიროა მასშტაბური მიტინგები და ბოიკოტი.

"თანაგუნდელი იყო, თუ აქტივისტი, თუ ნებისმიერი გლეხი, იძახდნენ, მიშა, ჩამოდი გვიშველე. ზესტაფონის ბაზარში შეხვიდოდი, მიშა ჩამოდი გვიშველე, ხაშურის ბაზარაში, მიშა ჩამოდი, გვიშველე. სად არის ზესტაფონელი, სად არის ხაშურელი, რატომ არ შეიკრიბა ხალხი? რატომ არ დაუდგნენ გვრდით? აქ ხომ არ არის ბრძოლაზე, ჩხუბზე საუბარი. ან მიტინგები ან მასიური გამოსვლები, ან ბოიკოტი სამუშაო ადგილებზე...

ვფიქრობ, მძიმე არტილერია უნდა ჩაერთოს. პეტიციები უნდა გაკეთდეს. მსოფლიო უნდა ადუღდეს ამ ხმაურით. მარტო ქუჩაში დგომა და იმის ძახილი, რომ "თავისუფლება მიშას", დიდი შედეგს არ მოიტანს" - ამბობს სააკაშვილი "ტვ პირველთან" საუბრისას.

ცნობისთვის, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამართალდამცველებმა საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, პირველ ოქტომბერს დააკავეს. საქართველოს მესამე პრეზიდენტი რუსთავის ციხეში იმყოფება და ის უკვე მეშვიდე დღეა შიმშილობს.