ავტორი:

"სამაშველო ოპერაცია მთელი ღამე გაგრძელდება" - თორნიკე რიჟვაძე

"სამაშველო ოპერაცია მთელი ღამე გაგრძელდება" - თორნიკე რიჟვაძე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, სამაშველო ოპერაცია გაგრძელდება და ადგილზე იმყოფება შინაგან საქმეთა მინისტრიც.

„უკვე ათ საათზე მეტია ინტენსიურად მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია. მაშველებმა შეძლეს ორი ადამიანის ამოყვანა, რომლებიც გადაყვანილი არიან შესაბამის სტაციონარულ დაწესებულებაში და ველოდებით ინფორმაციას მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება ეს სამაშველო ოპერაცია. ადგილზე იმყოფება შინაგან საქმეთა მინისტრი და რა თქმა უნდა, ბოლო ადამიანამდე, ვინც ამ ნანგრევებშია მოყოლილი, ეს სამაშველო ოპერაცია გაგრძელდება”, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

მისი თქმით, ადამიანები, რომლებიც ცხოვრობდნენ ამ კორპუსში, გადაყვანილი არიან უსაფრთხო ადგილას.

„ყველა გადაყვანილია უსაფრთხო ადგილას და საქართველოს მთავრობა და ადგილობრივი ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, რომ დაეხმაროს ამ ადამიანებს და მათ ოჯახებს“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.