ავტორი:

თეა გოდოლაძე ბათუმის ტრაგედიის მიზეზებზე - "როდესაც უხეშად ერევი შენობის კონსტრუქციაში, იღებ ამ სურათს"

თეა გოდოლაძე ბათუმის ტრაგედიის მიზეზებზე - "როდესაც უხეშად ერევი შენობის კონსტრუქციაში, იღებ ამ სურათს"

დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორის, თეა გოდოლაძის განცხადებით, ბათუმში შენობის ნგრევა შენობის კონსტრუქციაში უხეშად ჩარევამ გამოიწვია. მან ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ ეთერში გადაცემაში „360 გრადუსი“ ისაუბრა.

მისი თქმით, ბათუმში გრუნტის, გარემოს დაცვითი და სხვა უამრავი პრობლემაა, რასაც არასწორი სამშენებლო პოლიტიკა ემატება.

„აქ არანაირ აფეთქებას ადგილი არ ჰქონია, ეს არის ჩვეულებრივი კონსტრუქციული კოლაფსი, როდესაც უხეშად ერევით შენობის კონსტრუქციაში და ფაქტობრივად ის ამორტიზებულია, ანუ ხდით მას ამორტიზებულს. რასაც ვსაუბრობთ მუდმივად, ეს არის არასწორი სამშენებლო პოლიტიკის შედეგი. ასე უხეშად ჩარევა კონსტრუქციაში არ შეიძლება.

ყველა პრობლემა ერთადაა ბათუმში, ეს იქნება გრუნტის პრობლემა, გარემოს დაცვითი პრობლემა და ა.შ. აქ როცა ამატებთ არასწორ სამშებენლო პოლიტიკას, იღებთ აი ამ სურათს.

ეს ქვეყანა არ არის მდგრადი ქვეყანა, იგივე გეოლოგიური პრობლემებიდან, სეისმური პრობლემებიდან გამომდინარე და როდესაც ასეთი ბევრი შენობა მიწისძვრის გარეშე ინგრევა, ბუნებრივი კატასტროფა რომ მოხდეს რა შედეგზე გავალთ“, - განაცხადა თეა გოდოლაძემ.