ავტორი:

ბათუმში, ნანგრევებიდან ერთი ადამიანის ცხედარი ამოასვენეს - გარდაცვლილი ასაკოვანი ქალია

ბათუმში, ნანგრევებიდან ერთი ადამიანის ცხედარი ამოასვენეს - გარდაცვლილი ასაკოვანი ქალია

ბათუმში, ჩამონგრეული საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან ერთი ადამიანის ცხედარი ამოასვენეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, გარდაცვლილი ასაკოვანი ქალია.

ამ დროისთვის, ადგილზე სამაშველო ღონისძიებები გრძელდება. ნანგრევებიდან ამოყვანილი 2 ადამიანი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, მათი მდგომარეიობა მძიმეა.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 7 სართულიანი შენობა ჩამოინგრა.