ავტორი:

"ვდგავარ იმ ადამიანებისა და ოჯახების გვერდით, რომლებსაც ეს ტრაგედია შეეხოთ" - პრეზიდენტი

"ვდგავარ იმ ადამიანებისა და ოჯახების გვერდით, რომლებსაც ეს ტრაგედია შეეხოთ" - პრეზიდენტი

ვდგავარ იმ ადამიანებისა და ოჯახების გვერდით, რომლებსაც ეს ტრაგედია შეეხოთ, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში, რომელიც ბათუმში, კორპუსის ჩამონგრევას ეხმაურება.

„თანავუგრძნობ მათ და თანადგომას ვუცხადებ ამ უმძიმეს წუთებში.

მადლობა თითოეულ მაშველს ამ თავდადებული და დაუღალავი შრომისთვის.

ბოლო წუთამდე იმედია სიცოცხლის გადარჩენის, და ამ იმედში ვერთიანდებით ყველა. ღმერთმა ისმინოს ჩვენი ვედრება“, - აცხადებს პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 7 - სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა. ამ დროისთვის ნანგრევებიდან ამოყვანილი 2 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ერთი ადამიანის ცხედარი კი მაშველებმა ცოტა ხნის წინ ამოასვენეს.