ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნანაგრევბიდან ამოყვანილი ახალგაზრდა ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულად მძიმეა. როგორც ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში აცხადებენ, პაციენტის ღამის განმავლობაში გული 4-ჯერ გაუჩერდა, თუმცა ექიმებმა ორგანოს ფუნქციონირების აღდენა შეძლეს.
"პაციენტი ისევ კრიტიკულად მძიმედა არის. არანაირი გაუმჯობესება სასიცოცხლო პარამეტრების არ დაფიქსირებულა" - განუცხადეს Ambebi.ge-ს კლინიკაში.
არსებული ინფორმაციით, აღნიშნული ახალგაზრდა ქალი 33 წლის ინგა მეკეიძეა.
ბოლო მონაცემებით, ნანგრევებიდან სულ 5 გარდაცვლილი ამოიყვანეს, ხოლო 2 დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმების ინფორმაციით, მათი მდგომარეობა მძიმეა.
ამ დროისთვის, ადგილზე სამაშველო ღონისძიებები გრძელდება. ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ადამიანი რჩება ნანგრევებში.
შეგახსენებთ, რომ ბათუმში, გუშინ, 26 მაისის ქუჩაზე, 7 სართულიანი შენობა ჩამოინგრა.