ავტორი:

"მაშველებს ბავშვი ბიძასთან ჩახუტებული ამოუყვანიათ... უფროსი ბიჭი ბაღში ჰყავდათ და ამან გადაარჩინა" - ბათუმში ტრაგედიას ოჯახის 4 წევრი ემსხვერპლა

"მაშველებს ბავშვი ბიძასთან ჩახუტებული ამოუყვანიათ... უფროსი ბიჭი ბაღში ჰყავდათ და ამან გადაარჩინა" - ბათუმში ტრაგედიას ოჯახის 4 წევრი ემსხვერპლა

ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპული 6 პირიდან 4 - ერთი ოჯახის წევრია. გარდაცვილია 35 წლის ინგა მეკეიძე, მისი ორი არასრულწლოვანი შვილი და მაზლი. 35 წლის ქალი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში წუხელ კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს. ექიმების განცხადებით, პაციენტს ღამის განმავლობაში გული 4 ჯერ გაუჩერდა. დილით, დაახლოებით 10 საათისთვის, ინგა მეკეიძე კლინიკაში გარდაიცვალა.

ახალგარზრდა ქალის გარდაცვალებამდე მაშველებმა ნანგრევებიდან ამოიყვანეს მისი 2 შვილი -1 და 9 წლის ბავშვები. ორივე არასრულწლოვანი გარდაცვლილი იყო. ბავშვებთან ერთად მაშველებმა ნანგრევებიდან გამოიყვანეს მათი ბიძაც, რომელიც ინგა მეკეიძის ახლობლის თქმით, უცხოეთიდან ახალი ჩამოსული იყო და ძმის ოჯახში სტუმრად იმყოფებოდა.

"ჩემი მეზობლები არიან. ბოლო სამი წელი ერთად ვისვენებდით ბახმაროში. საუკეთესო ოჯახი იყო. მშვიდი და სიყვარულით სავსე. მაზლი ახალი ჩამოსული იყო უცხოეთიდან და სტუმრად იყო მათთან. მაშველებს ბიძა ბავშვთან ჩახუტებული ამოუყვანიათ. ოჯახიდან გადარჩა ინგას მეუღლე და ერთი შუათანა ასაკის 5 წლამდე ბავშვი. მამას ბაღში ჰყავდა წაყვანილი და ამან გადაარჩინათ", - უყვება Ambebi.ge-ს გარდაცვლილი ინგა მეკეიძის ოჯახის ახლობელი.