ავტორი:

რა განცხადებას ავრცელებს აზერბაიჯანის საგარეო უწყება ბათუმში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით?

რა განცხადებას ავრცელებს აზერბაიჯანის საგარეო უწყება ბათუმში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით?

ქალაქ ბათუმში შვიდსართულიანი შენობის ჩამონგრევის შესახებ ინფორმაციამ ძალიან დაგვამწუხრა, - ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.

საგარეო უწყება საქართველოს სოლიდარობას უცხადებს.

"გულით ვუსამძიმრებთ დაღუპულების ოჯახებს და დაშავებულებს სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. გამოვხატავთ სოლიდარობას მეგობარი საქართველოს მიმართ,“- აღნიშნულია განცხადებაში.

ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევის შედეგად გარდაიცვალა 6 ადამიანი, ნანგრევებიდან ამოყვანილი 1 ადამიანი, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი, ამ დრომდე მართვით სუნთქვაზეა.

საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ადგილზე საძიებო-სამაშველო ღონისძიებები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. ამ დროისთვის უცნობია კიდევ რამდენი ადამიანი იმყოფება ნანგრევების ქვეშ.

საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე შსს-მ 3 პირი, მათ შორის პირველ სართულზე მდებარე ბინის მესაკუთრეა დააკავა.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევის შედეგად გარდაიცვალა 6 ადამიანი, ნანგრევებიდან ამოყვანილი 1 ადამიანი, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი, ამ დრომდე მართვით სუნთქვაზეა.

საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ადგილზე საძიებო-სამაშველო ღონისძიებები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. ამ დროისთვის უცნობია კიდევ რამდენი ადამიანი იმყოფება ნანგრევების ქვეშ.

საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე შსს-მ 3 პირი, მათ შორის პირველ სართულზე მდებარე ბინის მესაკუთრე დააკავა.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 7-სართულიანი შენობის ერთი სადარბაზო გუშინ ჩამოინგრა.