ავტორი:

"თქვენო ღირსებავ, 21 წლის ბიჭი უსამართლოდ სიცოცხლეს გამოასალმეს, 21 დღე არ გვძინებია, მათ დავსდევდით და დღეს ისინი თქვენს წინაშეა არიან" - პროკურორი მოსამართლეს

"თქვენო ღირსებავ, 21 წლის ბიჭი უსამართლოდ სიცოცხლეს გამოასალმეს, 21 დღე არ გვძინებია, მათ დავსდევდით და დღეს ისინი თქვენს წინაშეა არიან" - პროკურორი მოსამართლეს

თქვენო ღირსებავ, 21 დღე არ გვძინებია არც მე და არც საგამოძიებო ორგანოს, ნაბიჯ-ნაბიჯ დავსდევდით და როგორც იქნა, დღეს თქვენს წინაშე არიან წარმოდგენილი, - ამ სიტყვებით მიმართა მოსამართლეს ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმის პროკურორმა გია შაიშმელაშვილმა მოსამართლეს.

სასამართლო პროცესზე, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს, პროკურორმა ბრალდებულების მხრიდან ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეზე ისაუბრა.

"დანაშაულის ჩადენის შემდეგ, 7 ოქრომბრამდე მიმალვაში იმყოფებოდნენ. მათ 21 წლის ბიჭი სრულიად უსამართლოდ სიცოცხლეს გამოასალმეს, დღისით, ქალაქის ცენტრში და მიმალვაში იმყოფებოდნენ. აღკვეთის ღონისძიება ძალაში უნდა დარჩეს, ვინაიდან ბრალდებულები პოლიციას წინააღმდეგიბას უწევდნენ, ბრალდებულები გაიქცნენ, მათ ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწიეს პოლიციის თანამშრომლებს და ცდილობდნენ გაქცევას. ამასთან, ამოსაღებია დანაშაულის ჩადენის იარაღი და ასევე, დასადგენია იმ პირთა წრე, რომლებიც ბრალდებულებს მატერიალურ თუ ინტელექტუალურ დახმარებას უწევდნენ. ასევე, ბრალდებულთა მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის, მტკიცებულებების განადგურებისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე არსებობს.

თქვენო ღირსებავ, ორივეს პირადად გააჩნიათ ცივი იარაღი და მადლობა ღმერთს, რომ დაკავებისას არ გამოუყენებიათ",- განაცხადა შაიშმელაშვილმა.

პროკურორის თქმით, სასჯელის სიმძიმე, რომელიც მინიმუმ 13 -წლიანი პატიმრობიდან იწყება, ბრალდბეულების მხრიდან მიმალვის საფრთხეს ზრდის. ამასთან, მათი ბრალის სიმძიმეს დაემატა მათი მხრიდან გაქცევა, წინააღმდეგობის გაწევაც.

დაცვის მხარე პროკურატურის შუამდგომლობას არ დაეთანხმა და ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვება მოითხოვა.