ავტორი:

ნანგრევებში დედის და მისი 12 წლის შვილის ცხედრები იპოვეს

ნანგრევებში დედის და მისი 12 წლის შვილის ცხედრები იპოვეს

ბათუმში, მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ ორი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს. გარდაცვლილები დედა-შვილი არიან. როგორც ცნობილი იყო, ნანგრევებში მოყოლილი იყო 12 წლის მოზარდი, რომელიც სახლში ონლაინ-გაკვეთილებს ესწრებოდა, რა დროსაც ნგრევა მოხდა.

ამ დროისთვის გრძელდება კიდევ 1 მოქალაქის სამძებრო სამუშაოები.

შეგახსენებთ, რომ კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევის შედეგად გარდაიცვალა 8 ადამიანი, ნანგრევებიდან ამოყვანილი 1 ადამიანი, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი, ამ დრომდე მართვით სუნთქვაზეა.

საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ადგილზე საძიებო-სამაშველო ღონისძიებები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. ამ დროისთვის უცნობია კიდევ რამდენი ადამიანი იმყოფება ნანგრევების ქვეშ.

საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე შსს-მ 3 პირი, მათ შორის პირველ სართულზე მდებარე ბინის მესაკუთრე დააკავა.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 7-სართულიანი შენობის ერთი სადარბაზო გუშინ ჩამოინგრა.