ავტორი:

"ნაცმოძრაობა" დღეს ზუგდიდში აქციას გამართავს და არჩევნების შედეგებს გააპროტესტებს

"ნაცმოძრაობა" დღეს ზუგდიდში აქციას გამართავს და არჩევნების შედეგებს გააპროტესტებს

"ნაციონალური მოძრაობა“ დღეს ზუგდიდში აქციას გამართავს. პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, 20:00 საათზე ზუგდიდში, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის მიმდებარე ტერიტორიასთან შეიკრიბებიან.

"ქართული ოცნება“ ჩართულია მძიმე გაყალბების პროცესში. იცით რა იკადრეს ზუგდიდში, ღამით ქურდულად, პირველ ტურში გამარჯვებული კანდიდატი გამოაცხადეს პირველ ტურში დამარცხებულად. ამასთან შეგუებას ნამდვილად არ ვაპირებთ.

20:00 შევიკრიბოთ ზუგდიდში, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის მიმდებარე ტერიტორიასთან და უნდა ვიყოთ ძალიან ბევრნი, რომ ყველას, მათ შორის საერთაშორისო საზოგადოებას გავაგონოთ ჩვენი მკაფიო ხმა და პასუხი, რომ ყველა დავარწმუნოთ, არავინ არ ვაპირებთ უკან დახევას და არავინ არ ვაპირებთ, თვალი გავუსწოროთ უსამართლობას. ბრძოლა იქნება ბოლომდე“, - განაცხადა ნიკა მელიამ.