„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” ბათუმში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავენ, რომ პარტია 12 ოქტომბრამდე ყველა საარჩევნო-პოლიტიკურ აქტივობას წყვეტს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ბათუმში დატრიალებულმა უმძიმესმა ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა.
"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ და ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს, ახლობლებს და სრულიად საქართველოს.
დღეს, თითოეული ქართველი გლოვობს. დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, „ქართული ოცნება“ 12 ოქტომბრამდე ყველა საარჩევნო-პოლიტიკურ აქტივობას წყვეტს.
არ შეიძლება ხაზი არ გავუსვათ სამაშველო ოპერაციაში ჩართული თითოეული ადამიანისა და სამსახურის განსაკუთრებულ თავდადებას. უდიდეს მადლობას ვუხდით მაშველებს თავგანწირვისთვის”,- აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.