ავტორი:

"ძალიან ძნელი"? თქვენს მეგობრებს ერჩივნათ მოესმინათ თქვენგან სიტყვა "შეუძლებელია" - იან კელი დავით ზალკალიანის განცხადებაზე

"ძალიან ძნელი"? თქვენს მეგობრებს ერჩივნათ მოესმინათ თქვენგან სიტყვა "შეუძლებელია" - იან კელი დავით ზალკალიანის განცხადებაზე

აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი საქართველოს საგრეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის მიერ 3+3 ფორმატთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

"ძალიან ძნელი"? რუსეთი შემოგეჭრათ და თქვენი ოკუპაცია მოახდინა. თქვენს მეგობრებს ერჩივნათ მოესმინათ თქვენგან სიტყვა "შეუძლებელია", - წერს ყოფილი ელჩი „ტვიტერზე“.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 3+3 ფორმატში მონაწილეობა რთული იქნება, რადგან დეოკუპაციის მიმართულებით ნაბიჯები არ გადადგმულა.

"იმ პირობებში, როცა ვერ ვხედავთ დეოკუპაციის მიმართულებით ვერანაირ პროცესს, ძალიან ძნელია, ამ ფორმატში დაჯდე და ისაუბრო რაღაც სახის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე,“- აღნიშნა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.