გორი-იგოეთის მონაკვეთზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული სამი ადამიანიდან ერთი გარდაიცვალა. ახალგაზრდა ბიჭი კლინიკაში კრიტიკული მდგომარეობაში შეიყვანეს და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. კიდევ ორი დაშავებული კი მძიმე ხარისხის დაზიანებებით საავადმყოფოშია და ოპერაცია უტარადება.
ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ შავშვებთან მოხდა, ქორწილის კორტეჟის ერთ-ერთი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. შემთხვევის შედეგად, ავტომობილში მყოფი ერთი პირი, 18 წლის ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა.