ავტორი:

"არ შეიძლება არ გავაგებინოთ საქართველოს, რომ ვერ წაგვართმევენ არჩევანს" - ზუგდიდში "ნაცმოძრაობის" წევრები და მხარდამჭერები შეიკრიბნენ

"არ შეიძლება არ გავაგებინოთ საქართველოს, რომ ვერ წაგვართმევენ არჩევანს" - ზუგდიდში "ნაცმოძრაობის" წევრები და მხარდამჭერები შეიკრიბნენ

ზუგდიდში მოსწავლე -ახალგაზრდობის სასახლის მიმდებარედ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მათი მხარდამჭერები შეიკრიბნენ. მათი თქმით, ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, აქცია დაგეგმილზე უფრო მოკრძალებული იქნება.

"რა თქმა უნდა, ეს არ იქნება დაგეგმილზე უფრო პომპეზური, ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო. პირველ რიგში, ყველა აქ მოსული ადამიანი მწუხარებას გამოთქვამს მომხდართან დაკავშირებით, მაგრამ არ შეიძლება არ გავაგებინოთ საქართველოს, რომ ვერ წაგვართმევენ არჩევანს",- განაცხადა დეპუატატმა თამარ კორძაიამ.

აქციის მონაწილეებს სანთლები უჭირავთ ხელში და აცხადებენ, რომ ბათუმში ტრაგიკულად დაღუპულ ადამიანებს პატივს მიაგებენ.