ავტორი:

ვაქცინაციის მსოფლიო სტატისტიკა - რომელ ქვეყანაში რამდენი ადამიანია აცრილი და ვაქცინების რა რაოდენობაა გამოყენებული

ვაქცინაციის მსოფლიო სტატისტიკა - რომელ ქვეყანაში რამდენი ადამიანია აცრილი და ვაქცინების რა რაოდენობაა გამოყენებული

მსოფლიოს 184 ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების 6.48 მილიარდზე მეტი დოზა გამოიყენეს, - შესაბამის მონაცემს მსოფლიოში ვაქცინაციის მიმდინარეობის თაობაზე Bloomberg-ის პლატფორმა ავრცელებს.

ამავე მონაცემების თანახმად, დღეში 27.7 მილიონი ადამიანი იცრება. ამ დროისთვის მსოფლიოში გამოყენებული ვაქცინები მოსახლეობის 42.2%-ის სრულად ვაქცინირებისთვისაა საკმარისი.

მსოფლიოს ქვეყნებში ყველაზე მეტი ადამიანი ჩინეთშია ვაქცინირებული, სადაც გამოყენებული დოზების რაოდენობამ 2.21 მილიარდს გადააჭარბა. ინდოეთში გამოყენებული ვაქცინების დოზების რაოდენობა 946 მილიონია. ევროკავშირში ვაქცინების 574 მილიონზე მეტი დოზა გამოიყენეს, აშშ-ში კი 401 მილიონი. Bloomberg-ის მიხედვით, ვაქცინების 2 დოზით ევროკავშირში მოსახლეობის 65.7% აიცრა, აშშ-ში 56.4%, ჩინეთში კი - 74.8%.