ავტორი:

მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ძიუდოისტებმა ილია სულამანიძემ და საბა ინანეიშვილმა ოქროს მედლები მოიპოვეს

მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ძიუდოისტებმა ილია სულამანიძემ და საბა ინანეიშვილმა ოქროს მედლები მოიპოვეს

იტალიის ქალაქ ოლბიაში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ძიუდოისტებმა ილია სულამანიძემ და საბა ინანეიშვილმა ოქროს მედლები მოიპოვეს. ინანეიშვილმა ფინლში უნგრელ სპორტსმენს დამატებით დროში სუფთა გდებით სძლია და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე მეოთხე ოქრო მოუტანა.

ამასთან, ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ირაკლი დემეტრაშვილმა.

ძიუდოს ფედერაციის ინფორმაციით, საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ისტორიული შედეგი აჩვენა. საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ოთხი ოქროს მედლით და ერთი ბრინჯაოთი საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე გავიდა.