ავტორი:

მუღანლოელებმა მოშიმშილე სააკაშვილს ცხვარი დაუკლეს - "ის საქართველოს სჭირდება, ამიტომ ვთხოვთ, შეწყვიტოს შიმშილობა"

მუღანლოელებმა მოშიმშილე სააკაშვილს ცხვარი დაუკლეს - "ის საქართველოს სჭირდება, ამიტომ ვთხოვთ, შეწყვიტოს შიმშილობა"

მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად, რუსთავის მე-12 საპყრობილესთან სოფელ მუღანლოს მცხოვრებლები მივიდნენ და პატიმარ ექსპრეზიდენტს დაკლული ცხვარი, ნაზუქები, ნამცხვრები და ხილის წვენი მიუტანეს. ინფორმაციას რადიო "თავისუფლება" ავრცელებს.

როგორც მაჰამად ეიბოვმა რადიო "თავისუფლებას" განუცხადა, "მიხეილ სააკაშვილი საქართველოს სჭირდება, ამიტომ ვთხოვთ, შეწყვიტოს შიმშილობა".

ეიბოვის თქმით, ცხვარი და ნაზუქები სწორედ მიხეილ სააკაშვილსითვის მიიტანეს ციხესთან.

"რასაც აქ ხედავთ, ეს ყველაფერი მთელი სოფლის სახელით შეგროვდა", - თქვა მაჰამად ეიბოვმა.

მუღანლოელბმა მიხეილ სააკაშვილისთვის განკუთვნილი ძღვენი ბათუმელ ტარიელ მეკეიძეს დაუტოვეს, რომელიც რუსთავის ციხესთან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მეხუთე დღეა იმყოფება. ტარიელ მეკეიძის თქმით, თუ ადმინისტრაცია მიიღებს, დაკლულ ცხვრს მე-12 საპყრობილეს გადასცემენ პატიმრებისთვის.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მეათე დღეა, საპატიმროში შიმშილობს.