ავტორი:

ჩეხეთის პრეზიდენტი საავადმყოფოში გადაიყვანეს

ჩეხეთის პრეზიდენტი საავადმყოფოში გადაიყვანეს

ჩეხეთის პრეზიდენტი მილოშ ზემანი პრაღის სამხედრო ჰოსპიტალში მოათავსეს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

უნივერსიტეტის სამხედრო ჰოსპიტლის წარმომადგენელმა იტკა ზინკემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პრეზიდენტის საავდმყოფოში ყოფნის ფაქტს ადასტურებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ჩეხეთის პრეზიდენტს ქვედა კიდურების ნეიროპათია აქვს, რის გამოც უმეტესად ის სპეციალური ეტლით სარგებლობს. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში კი პრეზიდენტის მდგომარეობა გაუარესდა. სექტემბრის ბოლოს ზემანი კლინიკაში დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში მკურნალობდა.