ავტორი:

"კორუფციის და უკანონოდ გაცემული საბუთების გამო არის, რომ ჩვენს შვილებს ნანგრევების ქვეშ ვეძებთ, ახლა მდუმარების დრო არ არის" - თაკო ჩარკვიანი

"კორუფციის და უკანონოდ გაცემული საბუთების გამო არის, რომ ჩვენს შვილებს ნანგრევების ქვეშ ვეძებთ, ახლა მდუმარების დრო არ არის" - თაკო ჩარკვიანი

„სახალხო მოძრაობა“ თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქციას მართავს. „სახალხო მოძრაობის” ხელმძღვანელის, დეპუტატ თაკო ჩარკვიანის განცხადებით, აქცია ხელისუფლებისთვის გამაფრთხილებელი ხასიათისაა.

მისი თქმით, რუსეთის მიერ დევნილი პრეზიდენტი არ უნდა „გაასამართლოს რუსეთზე მომუშავე ხელისუფლებამ“.

"უდიდესი გლოვაა ქვეყანაში და რამდენჯერმე მოვისმინე, რომ მდუმარების დრო არის და მე მინდა ვთქვა, რომ ახლა სწორედ მდუმარების დრო არ არის. გაჭირვების დროს ქართველი ზარს ამბობდა. გარდაცვლილებს მე ვფიქრობ, რომ პატივი უნდა მოვაგოთ იმიტომ, რომ ბმა არის კორუფციასთან. აღვირახსნილმა კორუფციამ ნანგრევებში მოიყოლა ჩვენი ქვეყანა და მომავალი თაობა და დღეს ამ კორუფციის და უკანონოდ გაცემული საბუთების გამო არის, რომ ჩვენს შვილებს ნანგრევების ქვეშ ვეძებთ. რუსეთის მიერ დევნილი პრეზიდენტი არამც და არამც არ უნდა გაასამართლოს რუსეთზე მომუშავე ხელისუფლებამ. ეს გადაბმულია. მოდით გავაკეთოთ რეფორმები, მიწისაგან პირისა უნდა აღვგავოთ კორუფცია და შესაბამისად, ნორმალურმა მართლმსაჯულებამ უნდა განიხილოს ყველას საქმე ამ ქვეყნად. არა შერჩევით სამართალს და არა კორუფციას, რომელმაც ჩამოშალა ჩვენი სახელმწიფო - აი ამისთვის შევიკრიბეთ", - განაცხადა ჩარკვიანმა.

აქციის მონაწილეებმა ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე კორპუსის ჩამონგრევისას დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და სანთლები აანთეს.