ავტორი:

"შეთანხმებულია სომხეთის გავლით საქართველომდე სატრანზიტო გზის მშენებლობა" - ირანის ტრანსპორტის მინისტრის მოადგილე

"შეთანხმებულია სომხეთის გავლით საქართველომდე სატრანზიტო გზის მშენებლობა" - ირანის ტრანსპორტის მინისტრის მოადგილე

თეირანი მზად არის მონაწილეობა მიიღოს ახალი სატრანზიტო გზის მშენებლობაში საქართველომდე სომხეთის გავლით. ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.

ირანის ტრანსპორტისა და საქალაქო განვითარების მინისტრის მოადგილის ჰეიროლა ხადემის განცხადებით, მიღწეულია შეთანხმება ირანსა და სომხეთს შორის ახალი სატრანზიტო მარშრუტების შესახებ.

მისი თქმით, ირანული ტვირთისთვის ალტერნატიული სატრანზიტო მარშრუტის ასფალტირება მომდევნო თვის განმავლობაში იგეგმება და აღარ იქნება საჭიროება ძველი მარშრუტის გამოყენება, რომელიც აზერბაიჯანზე გადიოდა.

„ირანმა და სომხეთმა სამი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. პირველ რიგში, ჩრდილოეთი - სამხრეთის დერეფანი, რომელიც ჩვენ ქვეყანას აკავშირებს სომხეთთან ნორდუზას საზღვრიდან, იქიდან კი საქართველოდან და ირანს კავკასიასთან აკავშირებს, ღია უნდა დარჩეს. მეორე - ამგვარად, მისი ალტერნატიული გზა შეიძლება გამოყენებული იყოს სატრანზიტო სატრანსპორტო საშუალებად მომდევნო თვიდან. მესამე - შეგვიძლია გავაკეთოთ ახალი პროექტი იმავე ძველი გზისა და აზერბაიჯანის ორ წერტილზე, რათა ის გამოიყენებოდეს ალტერნატიულ გზად ძველ მაგისტრალზე“, - განაცხადა ირანის ტრანსპორტის მინისტრის მოადგილემ.

მისი თქმით, პრობლემები, რომლებიც იქმნებოდა სატრანზიტო სატრანსპორტო საშუალებებისთვის ამ მარშრუტზე, მოგვარდება.