ავტორი:

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან მხარდამჭერები და "ნაცმოძრაობის" წევრები შეიკრიბნენ

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან მხარდამჭერები და "ნაცმოძრაობის" წევრები შეიკრიბნენ

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, მხარდამჭერები და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები შეიკრიბნენ.

ადგილზე იმყოფება პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია.

როგორც ნიკა მელიამ განაცხადა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილს ეკისრება.

ნიკა მელიამ კიდევ ერთხელ ისაუბრა 14 ოქტომბრის აქციაზე, რომელიც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გაიმართება და აღნიშნა, რომ ეს „იქნება ფართომასშტაბიანი, ძალიან მძლავრი აქცია“ .

„პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაიგოს ახლა ბიძინა ივანიშვილმა და დარწმუნებული ვარ, მეც, თქვენც და ყველა, რომ უყურებს, აუცილებლად გადასცემენ, მთელი პასუხისმგებლობა კონკნრეტულად მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთლობაზე, სიცოცხლეზე არც მეტი და არც ნაკლები ეკისრება ბიძინა ივანიშვილს. დიახაც, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეზე, ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა გეკისრება ბიძინა ივანიშვილო მთლიანად შენ! ვფიქრობ, უნდა დავფიქრდეთ და დაფიქრდეთ თქვენ, თუ რამდენად საშიშ ცეცხლს ეთამაშებით და გაითვალისწინეთ ხალხო, არ მინდა ეს მუქარად ჩათვალოს ბიძინა ივანიშვილმაც კი, მაგრამ 14 ოქტომბერს ფართომასშტაბიანი , ძალიან მძლავრი აქცია იქნება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით. ყველაფერი უნდა იღონეთ ახლა, რომ ამ ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე, რომელიც თქვენ ხელშია, თქვენს მიერვე უკანონოდ დატუსაღებული მიხელ სააკაშვილის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს გაუფრთხილდეთ. თუკი გაქვთ წარმოდგენილი, რა პროცესები შეიძლება განვითარდეს ქვეყანაში, განსაკუთრებით თქვენ თავს თუ თქვენ შეიწირავთ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს. ამ გზაზე დგახართ და ყველაფერს აკეთებთ, რომ ეს მოხდეს, მაგრამ თუკი გიფიქრიათ და მე ვფიქრობ, გიფიქრიათ, რა შეიძლება ამ ყველაფერს მოჰყვეს და რა შეიძლება დატრიალდეს თქვენ თავს. ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ფაქტის კონსტანტირება მიწევს, მაგრამ იმდენად მდაბიო ხალხი აღმოჩნდა, კაცი, პატიმარი ციხეში ჰყავთ გამომწყვდეული, შიმშილობს და ბოლო სიტყვებით ლანძღავენ - ბოლო სიტყვებით, უკანასკნელი სიტყვებით ტალახში აგორავებთ, კობახიძით დაწყებული, ღარიბაშვილით გაგრძელებული, რაღაცა ხომ არსებობს. ფსკერი მორალური დაცემის ეტყობა არ არსებობს, როდესაც საკითხი „ქართულ ოცნებას“ ეხება“, - განაცხადა ნიკა მელიამ.