ავტორი:

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან ხმაური იყო

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან ხმაური იყო

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, ხმაური იყო.

აქციის მონაწილეების თქმით, ადგილზე შეკრებილები ტერიტორიაზე საღებავით წარწერის - "თავისუფლება მიშას" გაკეთებას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც მათ არ მისცეს.

"სტენსილი, რომელსაც ეწერა "თავისუფლება მიშას", წაართვეს დეპუტატ ეკა ხერხეულიძეს", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

პენიტენციურ დაწესებულებასთან ამ დროისთვის მხარდამჭერები და "ნაციონალური მოძრაობის" წევრები არიან შეკრებილები და მიხეილ სააკაშვილს ხმარდაჭერას უცხადებენ.

ინფორმაციისთვის, რუსთავის #12 დაწესებულებასთან მხარდამჭერები მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა გაუარესდა. მოგვიანებით, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია.