ავტორი:

ქალაქები, რომლის სახელებიც თქვენი საყვარელი ყველის სახეობებად იქცა

ქალაქები, რომლის სახელებიც თქვენი საყვარელი ყველის სახეობებად იქცა

მსოფლიოში ყველის ასეულობით სახეობა არსებობს, თუმცა მათ შორის ყველაზე ცნობილი ჰოლანდიური ყველია. ყველის წარმოების პირველი შემთხვევა ქრისტესშობამდე 5500 წლით თარიღდება და ეს პოლონეთში იყო. ასევე პრექრისტიანული ფესვები აქვს ყველის წარმოებას ჰოლანდიაშიც.

„ყველის ქვეყანა“

გაუდა, მასდამი, ედამი, ბორენკაასი, ლეიდენი და სხვა – სწორედ ესენია მსოფლიოში ცნობილი ჰოლანდიური ყველის სახეობები, რომელსაც ყველა იცნობს და ცოტამ თუ იცით, რომ ეს დასახლებები, სინამდვილეში ჰოლანდიის პატარა ქალაქების სახელებია.

გაუდა - მსუბუქი ყველი ნაღების ნაზი არომატით

გაუდა მოყვითალო ფერის, მცირე ნასვრეტებიანი ყველია. მასში ცხიმის შემცველობა 48%-ს აღწევს. ის მიეკუთვნება მსუბუქი ყველის სახეობებს, აქვს ნაღების ნაზი არომატი და გემო. დავარგებასთან ერთად, იგი ხდება უფრო მეტად არომატული. ჰოლანდიაში აწარმოებენ გაუდას სხვადასხვა დანამატით, მაგალითად, მდოგვით, წიწაკით, ძირით და სხვა.

ქალაქ გაუდას შემოგარენში ბევრი ფერმა იყო, სადაც უგემრიელესი ტექნოლოგიით ამზადებდნენ პროდუქტს. თავიდან ყველს მრგვალი ფორმა ჰქონდა და თითო თავი დაახლოებით 12 კილოგრამს იწონიდა. დღეს გაუდა მთელს მსოფლიოში გავრცელებული სახეობაა. ფრიკოს კი ორიგინალი წარმოშობის მედელი აქვს ჰოლანდიური ყველის სახეობების წარმოებაში, შეძენა კი ევროპროდუქტის მაღაზიათა ქსელში შეგიძლიათ, ასევე გამოწერა საიტიდან: Europroduct.ge

ედამი - ცხიმიანი და მარილიანი ყველი

ედამი ჰოლანდიაში პოპულარობით მეორე ყველია გაუდას შემდეგ. ის საკმაოდ ცხიმიანი და მარილიანია. ახალ მომზადებულ ედამს მძაფრი გემო და არომატი არ აქვს. თუმცა რაც უფრო მეტად დავარგებულია ყველი, მით უფრო პიკანტურია მისი გემო და უფრო მკვრივი ხდება სტრუქტურაც. ყველის ეს სახეობა შუა საუკუნეებში შეიქმნა. XIV-XVIII საუკუნეებში ყველის ყველაზე პოპულარული სახეობა იყო მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რადგან ის კარგად უძლებს ტრანსპორტირებას. ედამი შეფების საყვარელი ყველია, რადგან ის საუკეთესოა სოუსებისა და ტოპინგების მოსამზადებლად. შესაძენად ეწვიეთ ლინკს

მასდამი - ყვითელი, დიდნასვრეტებიანი ყველი

მასდამი სულ ახლახან, 1990-იან წლებში დაიბადა, მისი დიდი წინაპრისგან გაუდასგან. ეს არის მოყვითალო ფერის, რბილი, ფართო ნასვრეტებიანი ყველი. ჰოლანდიაში ყველის საერთო წარმოების დაახლოებით 15% სწორედ მასდამია. მისი მთავარი სახასიათო ნიშანი დიდი ზომის ნასვრეტებია, რომლებიც წარმოების პროცესში სპეციალური ბაქტერიების გამოყენებით წარმოიქმნება.

ნამდვილი ჰოლანდიური ყველი საქართველოში

ჰოლანდიური ყველის აღნიშნული სამი სახეობა საქართველოშიც ხელმისაწვდომია. სუპერმარკეტების ქსელი „ევროპროდუქტი“ ფრიკოს ბრენდი ექსკლუზიური იმპორტიორია საქართველოში. გაუდას, ედამის და მასდამის ორიგინალი წარმოშობის მედალი სწორად „ფრიკოს“ აქვს მინიჭებული, რაც მის შეფუთვაზეცაა დატანილი. ეს არის პრემიუმ კლასის ჰოლანდიური რძის ნაწარმის მწარმოებელი კომპანიაა, მისი თითოეული პროდუქტი, საუკეთესო ხარისხის რძით მზადება და მასზე მუშაობენ გამოცდილი სპეციალისტები, რათა ჭეშმარიტი, ტრადიციული და განსხვავებული გემო უზრუნველყონ.

ჰოლანდიური ყველის გარდა, მსოფლიოში ცნობილია ფრანგული, იტალიური და შვეიცარიული ყველი. ტრადიციული ყველი ძროხის რძისგან მზადდება. თუმცა ყველს ასევე აწარმოებენ ცხვრის, კამეჩისა და თხის რძისგანაც. ცნობილია აქლემისა და ვირის რძით მომზადებული ყველის სახეობები. მაგალითად, ვირის რძის ყველი ,,პულე“, რომელსაც სერბეთში ამზადებენ, მსოფლიოში ყველაზე ძვირად ფასობს.

რაც შეეხება ყველის სახეობებს ტიპის მიხედვით, ესენია რბილი და მაგარი ყველი. მაგალითად, გაუდა მაგარი ყველის ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი სახეობაა. რაც შეეხება რბილ ყველს, ის ორ სახეობად იყოფა: თეთრი და ცისფერი ყველი. ცისფერ ყველში მოიაზრება ყველის ის ტიპები, რომლებსაც კეთილშობილი, მოცისფრო-მომწვანო ობი აქვს მოკიდებული. ამ ტიპის ყველი დიდი ხნის განმავლობაში ვარგდება.

ყველის ყველაზე ახალი სახეობაა მდნარი ყველი. მას ძირითადად ბუტერბროდებისა და სენდვიჩების მოსამზადებლად იყენებენ.