ავტორი:

"ჩემი შვილი ძველებურად ვერ გამოიყურება - ცდილობდა, ყოჩაღად ყოფილიყო,  მაგრამ ვერ არის ყოჩაღად" -  გიული ალასანია

"ჩემი შვილი ძველებურად ვერ გამოიყურება - ცდილობდა, ყოჩაღად ყოფილიყო,  მაგრამ ვერ არის ყოჩაღად" -  გიული ალასანია

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი შვილებმა და დედამ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მოინახულეს.

როგორც მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მისი შვილი ძველებურად ვერ გამოიყურება.

"ჩემი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ვერ შევაფასებ, მაგრამ ვიცი ის, რომ ადამიანი მე-15 დღეა შიმშილობს. ვიდრე ამ საკანში მოხვდებოდა, ის დღეები, როგორ ჩანს, არაფერი უჭამია. მე ბევრი მოშიმშილე არ მინახავს, მაგრამ ეს ვნახე და ძველებურად ვერ გამოიყურება. მე და მისი შვილები შევედით, ძალიან ცდილობდა, რომ კარგად და ყოჩაღად ყოფილიყო, მაგრამ ვერ არის ყოჩაღად. ექიმის შეფასება სხვა არის და მათ კარგად იციან, მაგრამ, ჩემი აზრით, ძველებურად ვერ არის“ , - განაცხადა ალასანიამ.

კითხვაზე, აპირებს თუ არა ყოფილი პრეზიდენტი შიმშილობის შეწყვეტას, გიული ალასანიამ აღნიშნა, რომ „სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ მიხეილ სააკაშვილი მას დიდი ხანია არაფერს არ უჯერებს და მას ყველაფერზე თავისი ჭკუა და აზრი აქვს“.

„ადრე ვინც შედიოდა, ვიცოდი მათი აზრი ამ საკითხზე, ამ თემაზე საერთოდ ლაპარაკიც არ უნდა. რა თქმა უნდა, მეც წამოვიწყე ამ თემაზე საუბარი, მაგრამ ეს თემა მიღებული არ იყო და შევცვალეთ მერე თემა. რაც შეეხება სასამართლო პროცესების ჩანიშვნას, პროცესების ჩანიშვნაზე არ გვისაუბრია, მაგრამ ჩემი აზრია, რომ ეს სწრაფად უნდა მოხდეს, რა არის აქ გადასადები?!“ - განაცახადა ალასანიამ და აღნიშნა, რომ „მიხეილ სააკაშვილი ბრძოლის ხასიათზე მუდმივად არის და ფეხზე იდგება“.