ავტორი:

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ტრაგიკომიკური "ფილმი",  რომელიც  27 წელია გრძელდება

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ტრაგიკომიკური "ფილმი",  რომელიც  27 წელია გრძელდება

საქართველოს ნაკრები ისევ დამარცხდა, ამაში გასაკვირი არც არაფერია: ეს ტრაგიკომიკური "ფილმი" ხომ 27 წელია გრძელდება, ათასჯერ ნანახი გვაქვს, ზეპირად ვიცით და მაინც ვიშლით ნერვებს. დანიშნავენ ახალ მწვრთნელს, გაიცემა ავანსები, მერე ისევ წავაგებთ, დაიწყება კრიტიკა და ეს ერთი და იგივე დაუსრულებლივ გრძელდება. შეიძლება რაღაც უფრო უკეთესი შედეგის, ლოკალური წარმატების მიღწევა, მაგრამ არავითარ შემთხვევაში - გლობალურის.

ვთქვათ, გვესარგებლა უეფას ძღვენით, დაგვემარცხებინა ერთა ლიგის ფინალში ჩრდილოეთ მაკედონია და გავსულიყავით დაუმსახურებლად ევროპის ჩემპიონატზე. იქ ხომ ჩრდილო მაკედონიელებზე უფრო დიდ სირცხვილს ვჭამდით. გადის წლები, იცვლებიან ფეხბურთელთა თაობები, რომელთაგან ზოგიერთებს ლეგენდარულებად მოვიხსენიებთ და გვავიწყდება, რომ ვერც ერთმა მათგანმა საქართველოს ნაკრებს დიდი გამარჯვება ვერ მოუპოვა.

მთავარი მიზეზი ქართული ფეხბურთის სისტემაშია. ის ისეთია, როგორიც არის და თაობიდან თაობას ჯაჭვურ რეაქციასავით გადაეცემა - უნაყოფო ხემ არ შეიძლება ნაყოფი გამოიღოს და არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელი.

ვიდრე ეროვნულ გუნდზე მოგახსენებდეთ ჩემს სუბიექტურ მოსაზრებას, ორიოდ სიტყვით ეროვნულ ლიგაზე გეტყვით - ახალს ვერაფერს. ეს ძალიან დაბალი დონის ტურნირია და არსებულ პირობებში არც შეიძლება იყოს უკეთესი. ამიტომ არ დადის მატჩებზე არავინ, სტადიონები ცარიელია, ვინაიდან თამაშების ყურება ვერანაირ სიამოვნებას ვერ მოგგვრით....განაგრძეთ კითხვა