"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში ავრცელებს ფოტოს, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ ყველაზე წარმატებული ქართველი დიზაინერი, "ბალენსიაგას" კრეატიული დირექტორი, დემნა გვასალია პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მხარდაჭერას უცხადებს და მის გათავისუფლებას ითხოვს.
"თავისუფლება მიშას. დემნა გვასალია", - სწორედ ამ შინაარსის ხელნაწერს ვხედავთ ფოტოზე.
მოგვიანებით, აღნიშნულ თემაზე პოსტი მიხეილ სააკაშვილის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზეც გამოქვეყნდა - "თავისუფლება მიშას" - კამპანიას ქართველი დიზაინერი, Vetemants-ის დამაარსებელი და 2015 წლიდან Balenciaga-ს კრეატიული დირექტორი დემნა გვასალიაც შეუერთდა.", - ნათქვამია ექსპრეზიდენტის გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.