“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, პარლამენტის დეპუტატის, ეკა ხერხეულიძის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს ჩაისთან ერთად თაფლის მიღება ციხის საავადმყოფოს უფროსმა ექიმმა ურჩია.
ხერხეულიძის განმარტებით, როდესაც სააკაშვილმა გაიგო, რომ თაფლის საკითხით სპეკულირებდნენ, ოთხივე ქილა ადმინისტრაციას ხელწერით უკან გადასცა.
,,მიხეილ სააკაშვილი არის გასაკვირად მხნედ, მიუხედავად იმისა, რომ შიმშილობას ახასიათებს ციკლურობა. დღევანდელი ვითარებით, ძალიან მხნედ გრძნობს თავს და გულშემატკივრობს მეორე ტურთან დაკავშირებულ პროცესებს. ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრით არც ხარჯავს დროს, ის ამბობს, რომ ამაზე დროის დაკარგვა არ ღირს.
ბოლო პერიოდში ადმინისტრაციის მიერ გავრცელდა ინფორმაცია საჭმლის მიღებასთან დაკავშირებით. როდესაც დეპარტამენტის უფროსი ექიმი შევიდა მის მოსანახულებლად სააკაშვილისთვის უთქვამს, რომ შეუძლია, ჩაისთან ერთად გამოეყენებინა შაქარი, რაზეც უარი განაცხადა და დამატებით უთხრეს, რომ ერთი კოვზი თაფლი შეგიძლია მიიღო. რის შემდეგაც შეიძინა 5 ცალი 50 მილიგრამიანი ქილა, დათვის ქილად რომ აქვთ წარმოდგენილი. როდესაც მოისმინა ინფორმაცია, რომ ამით სპეკულირებდნენ და ეს შეიძლება გამოიყენონ, რომ მის შიმშილობას ჩრდილი მიადგეს ოთხივე ქილა ხელისმოწერით უკან გადასცა ადმინისტრაციას, ამიტომ ამ ტყუილს გასავალი ვერ ექნება”, - აღნიშნა ეკა ხერხეულიძემ.