ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა პირობა დადო, რომ აშშ-ის მტრული პოლიტიკის საპასუხოდ "დაუმარცხებელ არმიას“ შექმნის. ამ ინფორმაციას ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, კიმ ჩენ ინს "დაუმარცხებელი არმიის“ შექმნა არა ომის დასაწყებად, არამედ ქვეყნის დასაცავად სჭირდება.
"ჩვენ არ განვიხილავთ ომის დაწყებას, არამედ ეს კეთდება იმისთვის, რომ ეროვნული სუვერენიტეტის დასაცავად ომი ავიცილოთ“, - განაცხადა მან.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის ურთიერთობის დაძაბვაში უდიდესი როლი შეერთებულ შტატებს აკისრია.