ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
როგორც კლინიკა “მედცენტრში” “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, 37 წლის ზვიად თავდგირიძეს ხვალ რეანიმაციული განყოფილებიდან პალატაში გადაიყვანენ.
“პაციენტის მდგომარეობა დღითიდღე უმჯობესდება, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არის, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შესაძლებლობას გვაძლევს, რომ რეანიმაციული განყოფილებიდან პალატაში გადავიყვანოთ", - აცხადებენ კლინიკაში.
ბათუმში, 8 ოქტომბერს კორპუსის ჩამონგრევის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა და 2 დაშავდა.