ავტორი:

ემოციური კადრები ბათუმიდან - მეხანძრე-მაშველებმა  ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრეს

ემოციური კადრები ბათუმიდან - მეხანძრე-მაშველებმა  ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრეს

ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში, სადაც 26 მაისის ქუჩაზე კორპუსის სადარბაზოს ნგრევის შედეგად გარდაცვლილები არიან დასვენებული, სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს მეხანძრე-მაშველებმა.

მათ გარდაცვლილთა ახლობლებს მიუსამძიმრეს.

ტაძარში 4 ადამიანია დასვენებული. მათ დღეს დაკრძალავენ.

ბათუმში 8 ოქტომბერს, კორპუსის სადარბაზოს ნგრევის შედეგად 9 ადამიანი გარდაიცვალა, 2 კი დაშავდა.